ძალიან წმინდად დაჭრილ ხახვს მოვხრაკავთ კარაქში. ვასხამთ ნახევარ ლიტრა მდუღარეს. ვაყრით 50 გრ. ბრინჯს. 1 სუფრის კოვზ ფქვილს გავხნით ცოტა წყალში. 500 გრ. მაწონში გავხსნით 1 კვერცხს, და წყალში გახსნილ ფქვილსაც მაწონში ვურევთ. ბრინჯი რომ მოიხარშება, უკვე გამზადებულ მაწონს ვასხამთ და აუცილებლად ვურევთ, რომ არ აგვეჭრას. ერთს წამოვადუღებთ და გამოვრთავთ. უკვე გამორთულს ვანელებთ წვრილად დაჭრილი კამით და ნიორით.