თევზი გარეცხეთ, გაწმინდეთ და დაჭერით ფილეს სახით (კანი დატოვეთ, ფხები გამოაცალეთ). ნარჩენებისაგან (ფხები, ხერხემალი, თავები) მოხარშეთ ბულიონი, ხახვისა და სტაფილოს დამატებით. გადაწურეთ. დარჩენილი ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და მოთუშეთ ზეთში. ცალკე მოთუშეთ ტომატ-პიურე ზეთთან ერთად. მჟავე კიტრი გათალეთ, გამოაცალეთ გული, დაჭერით წვრილად და შემოალაგეთ. მდუღარე თევზის ბულიონში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი, თევზის ნაჭრები და ხარშეთ 10 წუთი ნელ ცეცხლზე, შემდეგ დაამატეთ მოთუშული ხახვი, ტომატ-პიურე, კიტრი, სანელებლები და ხარშეთ 5 წუთი. თუ სურვილი გაქვთ, ჩაამატეთ ცალკე მოხარშული წვრილად დაჭრილი სოკო. ხარშეთ კიდევ 5 წუთი. სუფრასთან მიტანის წინ ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ზეთისხილი და, თუ "სალიანკას” სოკოს გარეშე ამზადებთ – ლიმონი.