მომზადება: 1. კომბოსტოს მწნილი შეათბეთ ზეთთან ერთად, დაუმატეთ ტომატპასტა, ბულიონის ნაწილი და შუშეთ 30-40 წთ. 2. მდუღარე ბულიონში ჩაყარეთ გარჩეული და გარეცხილი ბურღული. 3. ადუღებისთანავე დაუმატეთ მოშუშული კომბოსტო, ცალკე მოშუშული ხახვი და სტაფილო და ეს ყველაფერი კარგად მოხარშეთ. 4. გამზადებულ წვნიანს შეგიძლიათ დაუმატოთ მარილთან ერთად დანაყილი ნიორი. სუფრასთან მიტანის წინ წვნიანში ჩადეთ არაჟანი და მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.