ინგრედიენტები: 4 ულუფა 600 გ დაქუცმაცებული თევზი 600 გ კარტოფილი 800 გ ზუთხი ან სვია 400 გ პამიდორი 2 თავი ხახვი 2 ს.კ. კარაქი პილპილის მარცვლები დაფნის ფოთოლი კამა მომზადების წესი: 1. დაქუცმაცებული თევზისგან მოხარშეთ ბულიონი, გაწურეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ გრძლად დაჭრილი კარტოფილი. ხარშეთ 10-15 წთ. 2. ზუთხი ან სვია დაჭერით და ჩააწყვეთ ბულიონში. 3. პამიდორს გადაავლეთ მდუღარე, გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად. 4. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და პამიდორთან ერთად დაუმატეთ თევზის წვნიანს, შეურიეთ სანელებლები და ხარშეთ 20-25 წთ. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ კარაქი. 5. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი კამა.
|