მომზადების დრო: 1,5 სთ. ინგრედიენტები: (4 პორცია) 2 საშუალო ზომის ჭარხალი 60 გ. კომბოსტო 40 გ. სტაფილო 50 გ. ოხრახუშის ძირი 50 გ. ხახვი 40 გ. ტომატი 30 გ. ზეთი 5 გ. ღვინის ძმარი 2,5 ლ. ქათმის და იხვის ნახარშის ბულიონი 50 გ. შებოლილი ღორის სუკი 50 გ. შებოლილი საქონლის ხორცი 50 გ. მოხარშული ენა 20 გ. შავი ქლიავი 3 კბილი ნიორი 0,25 ტკბილი ბულგარული წიწაკა კამა 1 ს. კოვზი მზესუმზირის ზეთი 60 გ. ცხიმიანი არაჟანი 1 ც. აქგურის პური ”ბოროდინის” მარილი, შაქარი, წიწაკა მომზადების წესი: დავჭრათ ჭარხალი წვრილად, მოვათავსოთ ტაფაზე, დავამატოთ კარაქი, ტომატპასტა და ოდნავ მოვხრაკოთ, დავამატოთ ძმარი, შაქარი, მარილი და წიწაკა. მოვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. ხახვი და სტაფილო დავჭრათ და მოვშუშოთ ცალკე. დავჭრათ წვრილად კომბოსტო და ჩავყაროთ მდუღარე ბულიონში და ვადუოღოთ 10 წუთის განმავლობაში, დავამატოთ მოხრაკული ხახვი და სტაფილო, მივიყვანოთ დუღილამდე, დავამატოთ მოთუშული ჭარხალი თავისი წვენით, ესეც მივიყვანოთ დუღილამდე, დავამატოთ მარილი გემოვნებით, წიწაკა, ერთი დანაყული ნივრის კბილი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავდოთ მასში მარლაში გადახვეული კამა, დარჩენილი ნიორი და ბულგარული წიწაკა. დავტოვოთ ასე 20 წუთის განმავლობაში და მერე ამოვიღოთ. ავიღოთ აგურის პური, გავჭრათ შუაზე და ამოვაჭრათ გული, დარჩენილი ქერი დავნამოთ მზესუმზირის ზეთით, შევბრაწოთ ღუმელში. შემდეგ გადმოვიღოთ და ჩავაწყოთ მასში წვრილად დაჭრილი შებოლილი ხორცეულობა, მოხარშული ენა და ქლიავი, ჩავასხათ ბორში, გავაფორმოთ მწვანილით და წინასწარ გაყინული არაჟანით.
|