ინგრედიენტები: 1ც. ქათამი; 1 თავი კომბოსტო; 3 თავი ხახვი; 1 ნაჭერი ცოცხალი იმბირი 3 სმ; 1 ჩაის კოვზი სოიოს სოუსი; 1 ცალი მწვანე ხახვი; 3 ცალი მოხარშული კვერცხი; 1 სუფრის კოვზი ხერესი; გლუტომანი დანის წვერზე;
მომზადების წესი: ქათამს დავასხათ წყალი, მივიყვანოთ დუღილადე და მოვქაფოთ. კომბოსტო დავჭრათ 10 ნაწილად. ხახვი გავარჩიოთ და დავჭათ წვრილად. იმბირი დავჭრათ 4 ფენად. შემდეგ ეს ყველა ინგრედიენტი დავამატოთ ქათამს და ვხარშოთ 1,5 სთ. შემდეგ წვნიანში ჩავასხათ სოიოს სოუსი, ხერესი და მოვუროეთ. ამოვიღოთ ქათამი და გავაცივოთ. ხორცი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, იმისათვის რომ შესძლებელი იყოს ჩხირებით აღება. დაჭრილი ხორცი ჩავამატოთ ქვაბში და გავაცხელოთ (5 - 10 წუთი) და გადავანაწილოთ თეფშებზე. შეგვიძლია დავამატოთ მოხარშული და დაჭრილი კვერცხი და მოვრთოთ დაჭრილი მწვანე ხახვის ფოთლებით.
|