მასალა: გამხმარი სოკო - 6-7 ცალი წყალი - 1 ლ ხახვი - 3 თავი ერბო ან ზეთი - 3 ლ.კ ბრინჯი - ნახევარი ჭიქა კარტოფილი - 1-3 ცალი ქინძი 3-4 ძირი მარილი, პილპილი - გემოვნებით
მომზადება: გამხმარი სოკო გაასუფთავეთ, გარეცხეთ ჩაყარეთ ქვაბში დაასხით 1 ჩ.ჭ წყალი და ცეცხლზე შემოდგით. როცა სოკო ოდნავ მოხარშება ცეცხლიდან გადმოდგით ხაურში გადაიტანეთ, დაწრიტეთ და ჭვილად დაჭერით. სოკოს ნახარში შეინახეთ.
ხახვი წვრილად დაჭერით და ზეთში მოშუშეთ, სოკოს ნახარშს 1 ლიტრი წყალი დაუმატეთ და წამოადუღეთ, ჩააყარეთ ბრინჯი, წვრილად დაჭრილი კარტოფილი და ქინძი, კარგად მოხარშეთ ჩაუმატეთ მარილი და პილპილი, როცა ბრინჯი თითქმის მოიხარშება ჩაუმატეთ წვრილად დაჭრილი სოკო და აადუგეთ სანამ მწათ არ იქნება.