მადამ ბოვარი |
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში 8 სტუმარი: 8 მომხმარებელი: 0 |
|
კომბოსტოს სუპი, ბოში.
| 2010-04-25, 7:04 PM |
400 გრ კომბოსტო, 600 გრ კარტოფილი, 150 გრ სტაფილო, 100 გრ თავი ხახვი, 100 გრ პომიდორი ან ტომატ-პიურე, 2 სუფრის კოვზი ზეთი, 1700 მლ წყალი, 2-3 კბილი ნიორი, ოხრახუში, სანელებლები და მარილი - გემოვნებით. ბოსტნეულს მოვაცილოთ დაზიანებული ფოთლები და ადგილები, გავრეცხოთ ცივ წყალში. კომბოსტო დავჭრათ ჩალისებურად, კარტოფილი და სტაფილო - კუბებად, პომიდორი პატარა ნაჭრებად, ხოლო ხახვი - ალყა-ალყა. სტაფილო, ხახვი მოვშუშოთ ცხიმში, ბოლოს დავამატოთ პომიდორი ან ტომატ-პასტა და ვშუშოთ 3-5 წუთი. მდუღარე მარილიან წყალში ჩავყაროთ დაჭრილი კომბოსტო, რამოდენიმე წუთში დაჭრილი-კარტოფილი და ვხარშოთ 15-20 წუთი. ხარშვის ბოლოს დავამატოთ მოშუშული ბოსტნეული, სანელებლები, დაჭრილი მწვანილი და მივიყვანოთ მზადყოფნამდე. შეიძლება დავამატოთ ნიორი - გემოვნებით.
|
კატეგორია: ცხელი კერძები | დაამატა: aks75
| ტეგები: ტომატ პასტა, borshi, kombosto, kartofili, კომბოსტო, samarxo, კომბოსტოს სუპი, კარტოფოლი
|
ნანახია: 5044 | რამოტვირთვები:
| რეიტინგი: 3.0/6 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
|