მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 16
სტუმარი: 16
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ცხელი კერძები

ქათმის ჩიხირთმა
2010-04-27, 10:17 PM

მასალა:

1 ც ქათამი,
100 გრ თავი ხახვი,
1 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი,
2 კვერცხი, ქინძი, ოხრახუში,
ღვინის ძმარი, მარილი - გემოვნებით.

მომზადრბა:

  ქათამი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, მოვქაფოთ, დავახუროთ სახურავი და ვხარშოთ მზადყოფნამდე. მზა ქათამი ამოვიღოთ ბულიონიდან, დავდოთ თეფშზე, მოვაყაროთ მარილი. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი, ჩავასხათ ცალკე ქვაბში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მოვშუშოთ, პერიოდულად მოვურიოთ კოვზით. 1 სუფრის კოვზი ფქვილი გავხსნათ 1 ჭიქა ბულიონში და დავასხათ ხახვს, რომელსაც ასევე დავამატოთ ქათმის გაწურული ბულიონი, წამოვადუღოთ. მდუღარე ბულიონში ჩავდოთ ქინძის კონა. 30 წუთის შემდეგ სუპი გადმოვდგათ ცეცხლიდან, ამოვიღოთ ქინძის კონა. დავასხათ ცოტა თბილ ბულიონში და ღვინის ძმარში გახსნილი კვერცხის გული, მუდმივად ვურიოთ. ქვაბი ისევ შემოვდგათ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
მაგიდასთან მივიტანოთ ქათმის ხორცის ნაჭრით, ან უიმისოდ.



0 нравится
კატეგორია: ცხელი კერძები | დაამატა: aks75 | ტეგები: xaxvi, oxraxushi, qatami, kvercxi, xorblis fqvili, gvinis zmari, qinZi, QATMIS HIXIRTMA, ქათმის ჩიხირთმა
ნანახია: 28710 | რამოტვირთვები: | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 3.3/7
სულ კომენტარები: 1
1 naniko  
0
xaxvs ro vshushav pqvils vumateb tapaze...mere am masas vablendereb da iase vasxam bulionshi dzalian gemrielia,tanac kaia visac xavxvis danaxva ar uyvars sachmelshi imattvis))

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]