მასალა:
- 2 კგ ძროხის ჩლიქი და ფაშვი,
- ნიორი და მარილი - გემოვნებით.
მომზადება:
ხაში (ძროხის ჩლიქი და ფაშვი) გულდაგულ გავასუფთავოთ, გავრეცხოთ. ჩლიქი გავყოთ ორ ნაწილად, ფაშვი დავჭრათ პატარა ნაჭრებად. მომზადებული ხაში ჩავდოთ დიდ ქვაბში, დავასხათ წყალი და შემოვდგათ ცეცხლზე. როდესაც წყალი წამოდუღდება, გადავღვაროთ, ისევ დავასხათ წყალი და შემოვდგათ ცეცხლზე, პერიოდულად მოვქაფოთ. ვხარშოთ ნელ ცეცხლზე რამოდენიმე საათი. ხაშთან ერთად მაგიდასთან მივიტანოთ თონის პური (ლავაში), სასურველია წინა დღისა, ასევე დანაყილი ნიორი და მარილი. ხაში შეიძლება მოვხარშოთ მხოლოდ ჩლიქებისაგან, ან მხოლოდ ფაშვისაგან.
|