500 გრ საქონლის ან ცხვრის ხორცი,
200 გრ თავი ხახვი,
800 გრ კომბოსტო,
1/4 ჭიქა ბრინჯი,
1.კგ პომიდორი (ან 1 ჭიქა ტომატ-პიურე),
ქინძი, ოხრახუში, პილპილი და მარილი -გემოვნებით.
მომზადება:
ხორცი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ, გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან და
მწვანილთან ერთად. დავამატოთ გადარჩეული და გარეცხილი ბრინჯი, პილპილი, მარილი,
ცოტა წყალი და კარგად გადავურიოთ.
თავი კომბოსტო ჩავდოთ მდუღარე წყალში, გავაჩეროთ 5-10 წუთი, ფოთლები
დავაცალკევოთ, მოვაჭრათ მაგარი ნაწილი, ზედ დავდოთ ხორცის ფარში და შევახვიოთ.
ქვაბის ძირში დავალაგოთ კომბოსტოს მორჩენილი ფოთლები, ზემოდან დავალაგოთ
გამზადებული ტოლმები ფენა-ფენა. პომიდორი გავფცქვნათ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად,
მოვაყაროთ მარილი და დავასხათ ზემოდან ტოლმას (შეიძლება გამოვიყენოთ წყალში
გახსნილი ტომატ-პიურე) ისე, რომ ტოლმა დაიფაროს. ტოლმას ზემოდან დავადოთ თეფში,
დავახუროთ სახურავი, შემოვდგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ მზადყოფნამდე (1,5 საათი).
მზა კერძი გადავიტანოთ შესაფერის ჭურჭელში და მაგიდასთან მივიტანოთ ცხელი.