მასალა:
300გრ.ცხვრის ან საქონლის რბილი ხორცი 2 თავი ხახვი 2ან 3 ცალი მჟავე კიტრი 100გრ.თეთრი ღვინო 2 ან 3 ს. კ. კარაქი 100გრ.ბულიონის წვენი 1 ს. კ. ხმელი სუნელი 2 წითელი მწარე წიწაკა 3ან 4 კბილი ნიორი 1 ს.კ.ბროწეულის წვენი ტომატი მარილი გემოვნებით
მომზადება:
ქვაბში ჩაალაგეთ წვრილად დაჭრილი ხორცი, დაუმატეთ კარაქი და წვრილად დაჭრილი ხახვი. დაახურეთ ქვაბს თავსახური და მოშუშეთ 8-10 წუთი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კიტრი, წიწაკა, დაჭყლეტილი ნიორი, ტომატი და ხმელი სუნელი, დაასხით ღვინო, ბროწეულის წვენი და ბულიონი, მარილი გემოვნებით. ყველაფერი შეურიეთ და ამზადეთ კიდევ 10-15 წუთი.
გემრიელად მიირთვით!
|