მასალა:
- 500გრ. ლობიო
- 2ც.ხახვი
- ქინძი,კამა,ქონდარი
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- 2კვილი ნიორი
- 2 დაფნის ფოთოლი
- სუნელები
- 50გრ.ზეთი ან ღორის ქონი
მომზადება: გავრეცხოთ და მოვხარშოთ ლობიო კარგად,უმჯობესია წინა დღეს დავალბოთ წყალში დილით უკეთესად და სწრაფად მოიხარშება ხარშვისას თუ წყალი ჩაიშრო დავამატოთ ადუღებული წყალი,ხარშვისას ასევე უმატებთ დაფნის ფოთოლს,მწიწაკას და ქონდარს
როცა მოიხარშება გადავწუროთ წვენი და მარცვლები ჩავზილოთ კარგად დაუმატოთ თავისივე წვენი და შევკაზმოთ სუნელებით ,მარილით ,მწვანილებით და ცალკე ხავი ზეთში ან უმჯობესია ღორის ქონში მოხრაკული დაუმატოთ
ცოტა წამოვადუღოთ და გადმოვდგათ გაზიდან
გემრიელად მიირთვით!
|