მასალა:
- 1კგ.ცხვრის ხორცი
- 0,5 კგ.კარტოფილი
- 3ც.ბადრიჯანი
- 5ც. ბულგარული მწიწაკა
- 3ც.პამიდორი
- 2თავი ხახვი
- ქინძი, ოხრახუში ,ნიახური
- 3კბილი ნიორი
- 2სკ.ზეთი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება:
ყველაფერი გავრეცხოთ გავარჩიოთ ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალებად და დავაყაროთ მარილი გავჩეროთ ნახევარი საათი რომ წვენი გამოუშვას და გავწუროთ
ცხვრის ნეკნები დავჭრათ ნაჭრებად
ნეკნები ჩავალაგოთ ზეთიან ქვაბში და ზევწვათ
მოვაყაროთ ცოტა მარილი და მრგვალებად დაჭრილი კარტოფილი დავაყაროთ
შემდეგ ბულგარული მწიწაკა მრგვალებად დაჭრილი და ყველა მწვანილი და ნიორი წვრილად დაჭრილი
წვრილად დაჭრილი მწვანილები გავყოთ 3 ნაწილად (რომ სხვა ფენასაც მოვაყაროთ)
უკვე გამზადებული ბადრიჯანი გავრეცხოთ ცივ წყალში და გავწუროთ და მოვაყაროთ ზემოდან
პამიდორი დავჭრათ მრგვალებად გავყოთ 2 ნაწილად და მოვაყაროთ ზემოდან ბადრიჯანს,ხახვიც ალყა-ალყა დავჭრათ და პამიდორს მოვაყაროთ ზემოდან
შემდეგ დარჩენილი პამიდორი და მწვანილები დავაყაროთ ზემოდან და ცოტა პილპილი და მარილიც გაუკეთოთ
დავაფაროთ ზემოდან თეფში
და დავაფაროთ ქვაბს თავსახური გერმენტულად
დაბალ გაზზე დავდგათ დაახლოებით 2 საათი ჭირდება
გემრიელად მიირთვით!
|