მასალა: 500გრ. ლობიო 300- 350 გრ. ვიჩინა 3 კბილი ნიორი 2 თავი ხახვი 50 გრ. ღორის ქონი 2 დაფნის ფოთოლი 1 მწარე წიწაკა 2 კონა ქინძი ცოტა რეჰანი მარილი გემოვნებით
მომზადება: ლობიო გავრეცხოთ და საღამოს დავთოვოთ წყალში ისე რომ ლობიოს ფარავდეს წყალი
დილით გადავიტანოთ თიხის ქოთანში და მოვხარშოთ
როცა წამოდუღდება გადაწუროდ და ახალი ადუღებული წყალი დავასხათ
ხარშვისას ჩავდოთ შიგნით ლორი ანუ სახლის ვიჩინა , დაფნის ფოთოლი , ხმელი წითელი მწიწაკა და უხდება გამხმარი ქონდარი და რეანი, წყლის დაშრობის შემთხვევაში ვასხავთ ადუღებულ წყალს
კარგად რომ მოიხარშება ლობიოს მარცვლები ამოვიღებთ ვიჩინის ნაჭერს, წვენს გადავწურავთ თასში და ლობიოს მარცვლებს ჩავზილავთ კართოფილის საჭყლეტით, ვიჩინა დაჭერით პატარა ნაჭრებად და ჩაყარეთ ლობიოში დაასხით შენახული ლობიოს წვენი . ცალკე დაჭერით წვრილად ხახვი და მოხრაკეთ ღორის ქონში ( ან ზეთში) დაუმატეთ ლობიოს, ასევე წვრილად დაჭრილი მწვანილები და დაჭყლეტილი ნიორი, მარილი გემოვნებით.
ლობიოს ძალიან უხდება მჭადი და მწნილი :)
გემრიელად მიირთვით!
|