მასალა:
- 10 ცალი კარტოფილი
- 7-8 ცალი წითელი ბულგარული
- 1/4 ყვავილოვანი კომბოსტო
- 1თავი ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- 30-40 გრ. ფქვილი
- 2 კვერცხი
- საფანელი
მომზადება:
მოვხარშოთ კარტოფილი კანიანად
ყვავილოვანი კომბოსტო 3 წუთი ცამოვხარშოთ, დავჭრათ წვრილად ხახვი, ნიორი, ბულგარული მწიწაკა, როცა ყვავილოვანი კომბოსტო მოითუთქება ამოვიღოთ წყლიდან და დავჭრათ წვრილად
ჩავყაროთ ზეთიან ტაფაში და მოვხრაკოთ ( ასევე გაუკეთე ქინძი მქონდა მარილში, ნიორში და მწარე წიწაკაში შენახული , ძალიან მოუხდა )
გამზადებული გულსართი გადმოვიღოთ და გვაციოთ
მოხარშული კარტოფილს გავაცალოთ კანი და გავხეხოთ სახეხზე
კარტოფილს დაუმატოთ 1 კვერცხი
მარილი , პილპილი გემოვნებით
1 მუჭა ფქვილი
ეს ყველაფერი ხელით მოვზილოთ
გავაკეთოთ ბურთულები
ბურთულებში ჩავდოთ გულსართი (ბევრი რამე შეგიძლიათ გამოიყენოთ გულსართათ -ყველი , ვიჩინა ტოსტერი პური კუბიკებად დაჭრილი ან რაც გენებოთ მე ბოსტნეულით გავაკეთე)
შევკრათ ბურთულები
გავამზადოთ წინასწარ სუხარის საფანელი და 1 კვერცხი ათქვიეთ ცალკე
ჯერ კვერცხში ამოავლეთ
შემდეგ საფანელში
იწვება ზეთში ისე რომ მთლიანად უნდა ფარავდეს კარტოილის ბურთულებს ფრიტურში უმჯობესია
გემრიელად მიირთვით!
|