ლიმონათის ბოთლით მარილიანი წყალი 1 ფინჯანი წყალი გემოვნებით მარილი
მომზადება:
ქათამი კარგად გაასუფთავეთ, გარეცხეთ (შუაში არ გაჭრათ), ოდნავ შეამარილეთ და ქათმის კანი, ალაგ–ალაგ დასერეთ მჭრელი დანის წვერით. ლიმონათის ან ბორჯომის ბოთლში ჩაასხით მარილიანი წყალი და ქათამს წამოაცვით ისე, რომ ბოთლის ძირი ქათმის ბარკლებს შორის მოექცეს. ქათამი ბოთლის ძირით დადეთ თუნუქის ფირფიტაზე ვერტიკალურად. იქვე დადეთ ფინჯნით წყალი და შედგით გაცხელებულ ქურაში შესაწვავად. შეწვის პროცესში გამოყიფილი ცხიმი, დროგამოშვებით მოასხით ქათამს. ასე შემწვარი ქათამი თანაბრად შებრაწული გამოგივათ და თანაც გემრიელი იქნება.