მასალა:
- 400–500გრ ნიგოზი
- 2 დიდი კონა ქინძი
- 4–5 კბილი ნიორი
- გემოვნებით წიწაკა, ძმარი და მარილი
- 1 ჩ.კ. ხმელი ქინძი
- 1 ჩ.კ. უცხო სუნელი
მომზადება: გასუფთავებული და გარეცხილი კალმახი ოდნავ შეამარილეთ.
გაატარეთ ხორცსაკეპში, ნიგოზი, ნიორი, ქინძი, წიწაკა, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი. მარილი და ძმარი გახსენით წყალში ისე, რომ სქელი არაჟნის სისქის მასა მიიღოთ. გამოტენეთ თევზის შიგნეულის ადგილი ნიგვზის სატენით, გარედანაც კარგად წაუსვით (ისე, როგორც ნიგვზით დატენილ ბადრიჯანს აკეთებთ). თუნუქის ფირფიტას მოასხით ცოტაოდენი ზეთი, მთლიანათ მოფინეთ ნედლი ქინძის ფოთლებით. სათითაოდ დააწყეთ გამზადებული კალმახები. ზემოდან დაფარეთ ნედლი ქინძით ისე, რომ არ ჩანდეს კალმახები. შედგით ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე. შეწვის შემდეგ ქინძის გამხმარი ფოთლები თევზს ზემოდან გადაეკვრება. დააწყვეთ ქინძის ფოთლებში შემწვარი თევზი შესაფერის ლანგარზე და ცივად მიიტანეთ სუფრასთან. დამატებითი ინფორმაცია
კალმახს საკმაზის გარეშეც წვავენ, მას ნიგვზის ფოთლებში ახვევენ და ისე ჩაბრაწავენ ცხელ კეცზე. შეგიძლიათ, ზემოთ აღწერილი წესით მოამზადოთ კეფალიც.
გემრიელად მიირთვით!
|