მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ხორცეული

ხორცის რულეტი
2010-04-08, 8:05 PM
მასალა:

  • 700გრ ძროხის ხორცი 
  • 1 თავი ხახვი 
  • 200გრ პურის გული 
  • 7–8 ცალი კვერცხი 
  • უცხო სუნელი, ხმელი ქინძი 
  • თითო ჩ.კ. მარილი, წიწაკა 
  • გემოვნებით შავი პილპილი 
  • წასასმელად არაჟანი ან მაიონეზი. 
მომზადება:

ხორცსაკეპში გაატარეთ ხორცი ხახვთან ერთად. შეურიეთ წინასწარ დამბალი თეთრი პური და ორი კვეცხის გული. შეაზავეთ უცხო სუნელით, ხმელი ქინძით, წიწაკით, შავი პილპილით და მარილით. ფარში დიდხანს აგუნდავეთ ხელით.

თუნუქის ფირფიტას წაუსვით ცხიმი და გამზადებული ფარშის ორი–მესამედი, ძეხვისებურად მოათავსეთ. ზედაპირი ჩააღრმავეთ და მთელ სიგრძეზე მოათავსეთ მაგრად მოხარშული 5–6 კვერცხი. ზემოდან გადაფარეთ დარჩენილი ფარში. ხელები დაისველეთ წყლით და დაამრგვალეთ მთელ სიგრძეზე ძეხვის მაგვარად, ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი არაჟანი ან მაიონეზი. ზედაპირი დაჩხვლიტეთ წვრილი ხის ჩხირით და შედგით ქურაში. გამოცხობის ხანგრძლივობა 40–45 წთ. გამოიღეთ ქურიდან, კარგად გააცივეთ და დაჭერით ისეთივე ნაჭრებად, როგორც ჭრით ძეხვს.
დამატებითი ინფორმაცია:
ასეთივე წესით შეგიძლიათ მოამზადოთ რულეტი–ქათმის ხორცით. ფარში მოამზადეთ ქათმის ხორცის ფილეთი.


0 нравится
კატეგორია: ხორცეული | დაამატა: aks75 | ტეგები: კულინარია, ხორცის, გემრიელი რეცეპტები, რულეტი
ნანახია: 2746 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]