ძალიან წვრილად დაჭერით ხორცი და ხახვთან ერთად
მოშუშეთ ცხიმში. (200გრ კარაქი, 2 ს.კ. ზეთი). როცა ხორცი კარგად
ჩაიხრაკება, დაუმატეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი 2–3 პამიდორი, ან ტომატი.
შეურიეთ დაჭრილი ოხრახუში, ქინძი, პრასი, მწვანე წიწაკა და ნიორი. შეაზავეთ
შავი პილპილით და მარილით. დაუმატეთ გარეცხილი ბრინჯი და კარგად აურიეთ.
გამზადებული ფარშით გამოტენეთ, წინასწარ
გულგამოღებული პამიდორი, ბულგარული წიწაკა, ბადრიჯანი და ერთმანეთის
შენაცვლებით ჩააწყვეთ ქვაბში. 2–3 ჩ.ჭ. წყალში გახსენით მარილი და მოასხით
ზემოდან. ქვაბს ნახევრად დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ
გამზადებამდე.