მასალა: 1,5 კგ. ქათამი 400 მლ. თეთრი მშრალი ღვინო 5-6 თავი ხახვი
მომზადება: ქათამი დავჭრად ნაჭრებად და ზეთში კარგად დავაწითლოდ. დავაყაროთ ნახევარ რგოლებად დაჭრილი ხახვი, გავაგრძელოთ მოშუშვა და ბოლოს დავასხათ ღვინო, ვადუღოთ 5 წუთი. მოვაყაროთ პილპილი, მარილი. გარნირად გამოვიყენოთ: ბრინჯის ფლავი+კომშით ან კარტოფილის ბრაწულა.
p.s. ნაყიდ ქათამს ვატყავებ, მიზეზი ის გახლავთ, რომ ჰორმონებს, რომელსაც საკვებთან ერთად ჭამს, კანში და ცხიმში კონცეტრირდება.
|