მასალა: 1 კგ. გატარებული ღორის ხორცი (ან შერეული
საქონელთან) დაჭრილი ოხრახუში, მარილი, პილპილი დარიჩინი
1 ხახვი, დაბლენდერებული ან წვრილად გახეხილი 2-3 კბილი ნიორი,
წვრილად გახეხილი ან დაბლენდერებული 2 კვერცხი 2-3 ჩ/კ რძე 4-5
კარგად მოხარშული კვერცხი მომზადება:
ხორცი, ხახვი, ნიორი, მარილი, პილპილი, დარიჩინი, კვერცხი, მწვანილი, რძე
აურიეთ კარგად. შემდეგ ღუმელის ფორმაშივე გააბრტყელეთ ხელით მიღებული ფარში
და სიგრძეზე დააწყვეთ მოხარშული კვერცხი. მერე გადაადეთ გვერდები, დაფარეთ
კვერცხი და მიეცით მოგრძო ფორმა. შედგით 160-170 გრადუსზე 1,5 საათი, ან
სანამ არ დაიბრაწება. მაშინვე არ დაჭრათ, გააჩერე ½ საათი გამორთულ
ღუმელში. შემდეგ კი შეინახეთ ფოლგაში. შეგიძლიათ ცხვრის ან ღორის ბადექონში
გაახვიოთ. ბადე კარგად ირეცხება ძმრის და წყლის მიქსით.
|