მასალა: 1 კგ. ღორის მჭლე ხორცი 1 ლ. რძე 2 თავი
ხახვი 10 კბილი გაურჩეველი ნიორი კარაქი მარილი
მომზადება: თუჯის ჭურჭელში, კარაქში მოშუშეთ ხახვი.
ჩაამატეთ წინასწარ სიგრძეზე ღრმად დასერილი და ძაფით შეკრული ხორცი.
დაასხით რძე და ადუღეთ დაახლოებით 15 წთ. შემდეგ ჩააყარეთ ნიორი
(გაუფცქვნელი კბილები), მარილი და შედგით წინასწარ 180°-ზე გახურებულ
ღუმელში 2-2,5 საათით (ხორცს გააჩნია). კეთების პროცესში ხორცი
რამოდენიმეჯერ გადააბრუნეთ.
|