მასალა:
600 გ. წვრილად გატარებული საქონლის
ხორცი
1 კვერცხი ცოტა პური რძე ფქვილი 1 თ. ხახვი ნახევარი
კილო პამიდორი (პიურესავით) 300 გ. ბარდა (გაყინული, ნედლი ან ქილის) ოხრახუში ზეთი მარილი
მომზადება:
1.
დავასველოთ პური რძეში, შევურიოთ ხორცი, კვერცხი,მარილი,წვრილად დაჭრილი
ოხრახუში და რძიდან ამოღებული, გაწურული პური.
კარგად ავზილოთ. შემდეგ მოვამზადოთ ბურთულები, ამოვავლოთ ფქვილში.
2. დავბრაწოთ ბლომად ცხელ ზეთში.
3. წვრილად დავჭრათ ხახვი და იმავე ზეთში (სადაც ალბონდიგები შევწვით)
მოვხრაკოთ. როცა შეწითლდება დავამატოთ ხახვი, გატარებული პამიდორი ან
ტომატ პასტა.
გავაგრძელოთ ხრაკვა დაბალ ცეცხლზე. თან ხშირად ვურიოთ (იმ შემთხვევაშ,
თუ პამიდორი ნატურალურია, ხრაკვა 10–15 წთ დასჭირდება, თუკი ტომატ პასტააა –
ნაკლები). 4. დაახლოებით 10 - 15 შემდეგ დავამათოთ 1 ჭ. წყალი და ისევ
ვშუშოთ. მარილი გემოვნებით.
ვუმატებთ ბარდას (აქაც გააჩნია, ბარდა ნატურალური გვაქვს თუ ქილის. ამის
მიხედვით უნდა გავითვალისწინოთ მზადების დროც). შემდეგ ალბონდიგებს
ვასხავთ პამიდვრის სოუსს. ტაფას ცოტას შევაქანებთ, რომ გვერდებზეც და
ქვევითაც კარგად ჩავიდეს წვენი. დავაფარებთ თავსახურს და ვშუშავთ 15- 20
წთ. დაბალ ცეცხლზე, თან ფრთხილად მოვურევთ, რომ არ მიიწვას.
შეგვიძლია მივირთვათ კუბებად დაჭრილ და ცაკლე მოხარშულ კარტოფილთან
ერთად.
რეცეპტის ავტორი faustina
|