ვიღებთ 1-2 ცალ კანჭს, ვრეცხავთ და ვდებთ მოსახარშად წყალში. წყალში
ვამატებთ 1 კონა ოხრახუშს, ცოტა ნიახურს, დაფნის ფოთოლს, ხახვს, სტაფილოს,
პილპილის მარცვლებს, ვაყრით მარილს. კანჭებს კარგათ მოვხარშავთ, ამოვიღებთ
და ვდებთ ჩასაბასტურმებლად: მწარე წიწაკა, 1-2 კბილი ნიორი (დანაყილი),
ნახევარი თავი ხახვი (ალყა–ალყა დაჭრილი), 1 ცალი ვაშლი მჟავე ჯიშისა
(თხლად დაჭრილი), 500მლ.ლუდი. ეს ყველაფერი ცხელ ხორცს
დაასხით და დაივიწყეთ 12-24 სათით. მერე ამოიღეთ დაბასტურმებული კანჭები
და ღუმელში დააწითლეთ, მაღალ ტემპერატურაზე (შიგდაშიგ ასხით მარინადი).
გარნირად
ჩაშუშული კომბოსტო უხდება, მისაყოლებლად კარგი გემრიელი ლუდი.
|