2 ნაჭერი პური (სასურველია ბაგეტი)
ქათმის თეთრი ხორცი
1 ცალი კვერცხი
ოხრახუში, მწვანე ხახვი
1 ჩ/კ ძმარი
1 ჩ/კ ტკბილი მდოგვი
1ჩ/კ ზეთი
½ ჩ/კ შაქარი
მარილი, პილპილი.
დავჭრათ წვრილად ხახვი და ოხრახუში. მოვამზადოთ საწებელი: გავთქვიფოთ
კარგად. ზეთი, მდოგვი, შაქარი, ძმარი და მოვასხათ მწვანილს. მოვხარშოთ
კვერცხი მაგრად, გავაციოთ და 1 სმ. სისქის რგოლებად დავჭრათ. 2 ცალი 1 სმ.
სისქის ქათმის ფილე შევწვათ გრილზე, მოვაყაროთ მარილი,პილპილი. პურის
ნაჭრები კარაქში დავაწითლოთ.
ავაწყოთ ბუტერბროდი:
პურის ნაჭრებს დავადოთ დამარინადებული მწვანილი, ქათმის ხორცი, ისევ
მწვანილი და ზემოდან დავადოთ კვერცხის ნაჭერი.
|