მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ხორცეული

„ოჯახური“ უნგრულად
2010-04-10, 10:42 PM
მასალა:
100გრ. ბეკონი
ზეთი
1 კგ ღორის მჭლე ხორცი
100 მლ თეთრი მშრალი ღვინო
500 გრ ხახვი
3 კბ ნიორი
1 ჩ.კ. მაიორანი
მარილი, პილპილი, ოხრახუში

გარნირად:
მოხარშული კარტოფილი, ან მოხარშული ბრინჯი + ბარდა. (ასევე შეგიძლიათ შემწვარი კარტოფილიც, მაგრამ არ გირჩევთ, ისედაც მძიმე კერძია)

მომზადება:
1. დაჭერით ღორის ხორცი სტეიკის ნაჭრების ფორმაზე, დაახლოებირ 5/5 სმ, სიგანე კი 1 სმ. გარეცხეთ და გააშრეთ ხელსახოცით.
2. დაჭერით ბეკონი გრძელ წვრილ ნაჭრებად, ჩააწყეთ ზეთმოსხმულ ღრმა ტაფაში და შეაწითლეთ, როცა შეწითლდება დაამატეთ ხორცი და თეთრი ღვინო. შუშეთ მაღალ ცეცხლზე. ღვინო რომ ამოშრება, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მაიორანი და ნიორი. დაამატეთ წყალი ისე, რომ ოდნავ დაიფაროს ხორცი და შუშეთ დაბალ ცეცხლზე. დრო და დრო ამოურიეთ, თუ წყალმა ჩაიშრო, ცოტ–ცოტა დამატეთ სრულ მომზადებამდე.
3. როცა ხორცი მზად იქნება, შეკმაზეთ შავი პილპილით, მარილით და ბლომად ოხრახუშით.
4. რადგანაც მასა ძალიან ცხიმიანი გამოვიდა, მე დავამატე 1 ჭიქა დაჭრილი პომიდორი.

მიირთვით ცხელი გარნირთან ერთად.
0 нравится
კატეგორია: ხორცეული | დაამატა: aks75 | ტეგები: კულინარია, გემრიელი რეცეპტები, „ოჯახური“ უნგრულად, კარტილი, ხორცი
ნანახია: 3088 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]