პროდუქტები: 2 -3 დიდი ხახვი, 2 ლ მარილ-წყალი, 200 გ
ნარევი ხორცის ფარში, 1 კვერცხი, 2 ს/კ საფანელი წიწაკა, მაიორანი, ტკბილი
წიწაკა, მწარე წიწაკა, 100 მლ. ნაღები, 1 ს/კ მდოგვი, 1 ს/კ ბოსტნეულის
ნახარშის ფხვნილი, მარილი, წიწაკა 1 ს/კ ძირა.
მომზადება: წყალი მოვადუღოთ, გავუწყოთ მარილი და
ჩავაწყოთ გასუფთავებული ხახვი, ვხარშოთ, სანამ არ დარბილდება. ამასობაში
ხორცის ფარშს ავურიოთ კვერცხი, საფანელი, მარილი, წიწაკა, ტკბილი წიწაკა
(პაპრიკა) და მაიორანი. ხახვი ამოვიღოთ, ამოვაცალოთ გული, დავჭრათ, ავურიოთ
ნაღები, მდოგვი, ბოსტნეულის ნახარშის ფხვნილი, მარილი, წიწაკა, ძირა და
იმდენი წყალი, რომ ფაფის კონსისტენცია მიიღოს, შიგ ჩავაწყოთ წინასწარ
ფარშირებული ხახვები და დაახლოებით 30 წუთით შევდგათ 200 გრადუსზე
გაცხელებულ ღუმელში.
|