პროდუქტები: 1 პამიდორი; 1 ხახვი; 100 გ ნარევი ხორცის
ფარში; 1 ჩ/კ საფანელი; 2 ს/კ წყალი; წიწაკა, მარილი; 1/2 ჩ/კ მშრალი
მაიორანი; 1/2 კონა ოხრახუში.
მომზადება: პამიდორს ამოვაცალოთ გული. ძალიან წვრილად
დავჭრათ. დავჭრათ ასევე ხახვი და ფარშს შევურიოთ, დავუმატოთ პამიდვრის
გული, სანელებლები და საფანელი. ამ ფარშით დავტენოთ გულამოცლილი პამიდორი.
ჩავაწყოთ ფორმაში და შევწვათ. სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ დაჭრილი
ოხრახუში.
|