პროდუქტები: 1 კგ ხბოს რბილი ხორცი; 2 მოზრდილი ხახვი;
1 მოზრდილი სტაფილო; 1 კონა ახალი ან 2 ჩ/კ მშრალი პიტნა; 1 კონა ქინძი;
600 მლ რძე; დანის წვერით ჯანჯაფილი; შავი პილპილი და მარილი გემოვნებით; 1
ჩ/კ ყვითელი ყვავილი ან 1 ჩ/კ კურკუმა; 100 გ კარაქი. მომზადება:
ხორცი დავჭრათ მომცრო ნაჭრებად, მოვაყაროთ მსხვილად დაჭრილი
ხახვი, სიგრძეზე დაჭრილი სტაფილო, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, დავასხათ
იმდენი წყალი, რომ ხორცი არ დაფაროს და მოვშუშოთ. რომ ადუღდება, ჩავდოთ
კარაქი. დავახუროთ ქვაბს თავსახური და შიგადაშიგ ვურიოთ. როცა ხორცი
დარბილდება, მოვასხათ რძე, მოვაყაროთ პიტნა, ზაფრანა, ჯანჯაფილი (კოჭა, ანუ
იმბირი) და 5-10 წუთი ნელ ცეცხლზე გავაჩეროთ. სუფრასთან მიტანის წინ
მოვაყაროთ წვრილად დაწრილი ქინძი, მივირთვათ კარტოფილის პიურესთან ერთად.
|