პროდუქტები: 600 გ ღორის ფილე; 2 პატარა ხახვი; 2 კონა
ტარხუნა; 1 კონა ოხრახუში; 3 ს/კ კარაქი; 2 ს/კ ზეთი; 300 მლ თეთრი ღვინო;
300 გ არაჟანი; 100 მლ გათქვეფილი ნაღები; მარილი, წიწაკა.
მომზადება: ღორის ხორცის ფილე გავრეცხოთ, დავჭრათ 4 სმ
სისქის მედალიონებად და მსუბუქად დავბეგვოთ. ხახვი და მწვანილი ავკეპოთ.
დიდ ტაფაში გავაცხელოთ ზეთი და კარაქი, ჩავაწყოთ ხორცის ნაჭრები და ორივე
მხრიდან შევბრაწოთ 2 წუთის განმავლობაში. შემწვარი ხორცი ამოვიღოთ და
ჩავყაროთ ხახვი. როცა მოიშუშება, დავასხათ ღვინო და დუღილით 1/3–მდე
დავიყვანოთ, დავუმატოთ არაჟანი და მწვანილი, ასევე ნაღები, გავუწყოთ მარილი
და წიწაკა, ჩავაწყოთ შიგნით შემწვარი ხორცის მედალიონები და ძალიან დაბალ
ცეცხლზე კიდევ 10-15 წუთი გავაჩეროთ.
|