პროდუქტები: 500 გ. ძროხის ხორცი; 3 მოზრდილი ხახვი;
0,5 ს/კ ქინძის თესლი; 1 ჩ/კ დაფქული კურკუმა; 0,5 ჩ/კ კვლიავი; 0,5 ჩ/კ
მდოგვის მარცვლები; 0,5 ჩ/კ მწარე წითელი წიწაკა; დანის წვერით ჯანჯაფილი
და შავი პილპილი; 3 ს/კ ერბო; 2 მწყერის კვერცხი; 1 ს/კ თეთრი ღვინის
ძმარი; 2 კბილი ნიორი; 3-4 ს/კ ზეთი; 2 პატარა ცხარე წიწაკა; მარილი
გემოვნებით.
მომზადება: სქელძირიანი ქვაბი დავდგათ საშუალო ცეცხლზე
და ჩავასხათ ზეთი. როცა გაცხელდება, დავუმატოთ ალყა- ალყა დაჭრილი ხახვი,
წვრილად დაჭრილი ნიორი და წიწაკა, დავუმატოთ წინასწარ ქვა-სანაყში
დანაყილი, ძმარში გახსნილი სანელები და 3-4 წუთით კვლავ გავაგრძელოთ შუშვა.
ძროხის ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და შევურიოთ ათქვეფილი მწყრის
კვერცხი, ჩავყაროთ ქვაბში ხახვთან და სანელებთან ერთად, დავუმატოთ 0,5 ლ.
წყალი, დავაფაროთ საფარებელი და ვხარშოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 2
საათის განმავლობაში. ხორცი რომ დარბილდება, შეგვიძლია გავუწყოთ მარილი და
სურვილისამებრ ლიმონის წვენი. სუფრასთან მივიტანოთ ბრინჯთან ერთად.
|