მასალა: ქათმის თეთრი ხორცი - 1 კგ., 3 ლიმონის წვენი,
ნახევარი ჭიქა სოიოს სოუსი, შავი პილპილი – გემოვნებით, ჯანჯაფილი - დანის
წვერით.
მომზადება: ქათმის თეთრი ხორცი დავჭრათ საშუალო
ნაჭრებად, ჩავაწყოთ მომინანქრებულ ქვაბში და დავასხათ ერთმანეში არეული
ლიმონის წვენი, სოიოს სოუსი, შავი პილპილი, ჯანჯაფილი და გემოვნებით ცოტა
მარილი, ვინაიდან სოიოს სოუსი ისედაც მლაშეა. ქვაბს დავახუროთ სახურავი და
შევდგათ მაცივარში 2-3 საათით, შემდეგ კი შევწვათ მაყალზე ან გრილზე.
|