მასალა: 2 ცალი ტვინი, 1 სავსე ს/კ კარაქი, 2 თავი
ხახვი, 1 კონა პიტნა, მარილი, შავი პილპილი.
მომზადება: ტვინი 1 საათით მოვათავსოთ ცივ წყალში,
შემდეგ 2-3 წუთით წამოვადუღოთ მდუღარე მარილწყალში. მოხარშულ ტვინს
გავაცალოთ აპკი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ კარაქში, ჩავუმატოთ ტვინი
და ჩავკეპოთ, დავუმატოთ დაჭრილი პიტნა, მარილი და პილპილი, ხის კოვზით
კარგად ჩავკეპოთ. სუფრასთან მივიტანოთ ლი- მონის ნაჭრებთან ერთად.
|