მასალა:
- 1 ხახვი
- 1 კურდღელი
- 1 ს. კ. ფქვილი
- დაფნის ფოთოლი
- ზეითუნის
ზეთი
- როზმარინი
- შავი პილპილი
- მარილი
- ქონდარი
- წითელი ღვინო
მომზადება:
დაჭრილ კურდღელს დავაყაროთ ცოტა მარილი, ქონდარი, როზმარინი, პილპილი
და მეორე ფენად ისევ კურდღლის ნაჭრები და ა.შ. ბოლოს დავასხათ ღვინო და
დავტოვოთ მთელი ღამით. მეორე დღეს, დავჭრათ ხახვი, დაფნის ფოთოლი და
კურდღლის ნაჭრები მოვშუშოთ ერთად, წყალი ცოტა რომ დააშრება, დავუმატოთ ზეთი
ან კარაქი და ვშუშოთ. ფრთხილად დავუმატოთ ფქვილი, ისე მოვურიოთ რომ არ
მიიკრას, დავუმატოთ ღვინის გადაწურული წვენი, სადაც კურდღელი
ბასტურმდებოდა. ვშუშავთ დაბალ ცეცხლზე, სანამ კურდელი კარგად არ
მოიხარშება. ბოლოს გემოვნებით დავამატოთ ბულგარული წიწაკა ან სხვა
მწვანილები.
რეცეპტის ავტორი: faustina
|