მასალა: 12-14 ქათმის ფრთა, 1 ცალი ლიმონი, 3-4 კბილი
ნიორი, 3 ს.კ. თაფლი, 3 ს.კ. სოიოს სოუსი, 1 ჩ.კ. ცხარე წითელი წიწაკა.
მომზადება: ფრთებს წავაჭრათ ბოლოები. მოვამზადოთ
მარინადი: გავწუროთ ლიმონის წვენი, წვრილად დავჭრად ნიორი, დავუმატოთ
თაფლი, სოიოს სოუსი, წიწაკა, მარილი და მოვასხათ ქათმის ფრთებს. ასე
გავაჩეროთ ერთი ღამე, ან 2-3 საათი. ამოვალაგოთ თუნუქის ფურცელზე
(ჟარონაზე) და დავაწითლოთ ღუმელში, თან ზემოდან ვასხათ მარინადი. გარნირად
მოვამზადოთ ბრინჯი.
|