500 გრ. ფარში, საქონლის ხორცის
2 ცალი კვერცხი
1 თავი ხახვი
150 გრ. უცხიმო ხაჭო
ბეგქონდარა, დიდი კამა
100 მლ. ღვინო
500 გრ. დაჭრილი პომიდორი თავის წვენში
ოხრახუში
მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადება:
ფარშით, კვერცხით, ხაჭოთი და საკმაზებით მოვამზადოთ მასა,რომლისგან
ამოვიყვანთ გუნდებს, ამოვავლებთ ფქვილში და დავაწითლებთ ტაფაზე. დავამატოთ
ღვინო, პომიდორი, დაჭრილი ხახვი და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი.
მოვაყაროთ ოხრახუში და 2 წუთის მერე მზად არის.