მასალა:
2 კგ.ბატკნის ხორცი, 500 გრ.ქამა სოკო, 1 თავი ხახვი, 2-3 კბილი
ნიორი, 3 ცალი პომიდორი (ან 1 ბანკა პომიდორი თავის წვენში), ბულიონი (ან
წყალი), 400 მლ. წითელი ღვინო, 2 ს.კ. ფქვილი, მარილი, პილპილი, პაპრიკა,
ძირა, ქინძი გემოვნებით.
მომზადება:
ერბოში ან კარაქში დავაწითლოთ ხორცის ნაჭრები. დავაჭრათ ხახვი და ორად
გაჭრილი სოკო, ნიორი ფირფიტებად დავაჭრათ და ვშუშოთ ცოტა ხანს ხორცთან
ერთად (მე ბოლოში დავამატე,მზადების პროცესში გემოს კარგავს). დავჭრათ
კანგაცლილი პომიდორი მსხვილ კუბიკებად და ხორცს დავუმატოდ. 5 წუთის მერე
ჩავასხათ ღვინო და ბულიონი იმდენი, რომ ხორცი დაფაროს, დავახუროთ სახურავი
და 1 საათი ნელ ცეცხლზე მოვამზადოთ.
|