300 გრ. შებოლილი ცხარე სოსისი - დაჭრილი თითო ლუკმებად (არ ქონის
შემთხვევეში შეიძლება ჩანაცვლდეს შებოლილი ლორით (თხლად დაჭრილი) ან
სოსისით "მონადირული");
2 თავი საშუალო ზომის ხახვი, დაჭრილი;
2 კბილი ნიორი დაჭრილი;
2 ცალი დაფნის ფოთოლი;
მარილი, წიწაკა
1,5 ჭიქა თეთრი ღვინო ან შერი;
1 ქილა (200 გრ) მთლიანი ან დაჭრილი პომიდორები;
ზეთი - (არარაფინირებული)
1 კონა ოხრახუში, დაჭრილი ბოლოს მოსაყრელად
1 ცალი დარიჩინი (სურვილისამებრ);
1/2 მუსკატის კაკალი დახეხილი (ესეც სურვილისამებრ)
მომზადება:
გაახურეთ აირ-ღუმელი 175 გრადუსამდე. საჭიროა ღრმა თუნუქის ფურცელი
(კიდეები რომ 5 სმ სიმაღლის მაინც ქონდეს). მოასხით ცოტა ზეთი, დაალაგეთ
კურდღლის ნაჭრები, სოსისი, სოკო, ხახვი, ნიორი, სუნელები, ღვინო. მოკლედ
ყველაფერი რაც ზემოთ წერია და აურიეთ კარგად. შედგით ღუმელში. მზად არის
დაახლოებით 1,5 საათში (მომზადებას შეატყობთ, როცა ხორცი რბილი იქნება და
ადვილად მოშორდება ძვალს). წვენს თითქმის ჩაიშრობს და სოუსის (საწებლის)
სისქის დარჩება.
ძალიან უხდება ახალ, კარაქში მოთუშულ სტაფილოს, ბარდას.+ "ცოცხალი" სალათა
მწვანე ფოთლები, კიტრი, სიმინდის მარცვლები, ზეთისხილი. პიურე ან სქლად
დაჭრილი შემწვარი კარტოფილი.