მომზადება:
უმი ღვიძლი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ 2 კვერცხი, 3 ს/კ
ფქვილი, სოდა და კარგად ავურიოთ, დავუმატოთ იმდენი რძე, რომ ბლინის ცომის
კონსისტენციის მასა მივიღოთ. კარგად გაცხელებულ ტაფაზე ორივე მხარეზე
გამოვაცხოთ.
სტაფილო და ხახვი გავასუფთავოთ, ხახვი წვრილად დავჭრათ და სტაფილო
სახეხზე გავხეხოთ, მოვთუშოთ ზეთში, ავურიოთ მაიონეზი და ფენა-ფენა წავუსვათ
ღვიძლის ბლინებს, ზემოდანაც წავუსვათ მაიონეზი და ზემოდან მოვაყაროთ
წვრილად დაჭრილი მწვანილი. იდეალურ შემთხვევაში ღვიძლის ტორტი 12 საათი
უნდა მოვათავსოთ მაცივარში და შემდეგ მივირთვათ.
PS. სურვილის შემთხვევაში, სტაფილოს შეგიძლიათ დაუმატოთ 2 კბილი
დაჭყლეტილი ნიორი, რომელიც პიკანტურ გემოს მატებს
|