მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ხორცეული

გოჭი - ტაბაკა
2010-04-11, 1:49 AM
მასალა: 1 ც გოჭი, 100 გრ კარაქი, 3-4 კბილი ნიორი, ოხრახუში, ქინძის თესლი, მარილი - გემოვნებით.

მომზადება:

მთელი, გამოშიგნული გოჭი კარგად გავრეცხოთ, მოვაცილოთ ჯირკვლები და ზედმეტი ქონი, გავჭრათ მთელ სიგრძეზე მკერდის მხარეს და ამოვატრიალოთ ფეხებით ზევით, ანუ მივცეთ ბრტყელი ფორმა. ნიორი და მარილი დავნაყოთ, დავამატოთ დანაყილი ქინძის თესლი და ორი-სამი სუფრის კოვზი ანადუღარი ცივი წყალი და გადავურიოთ. ეს მასა წავუსვათ გოჭს შიგნითა მხრიდან. გაზქურის ცხელ ოთხკუთხა ტაფაზე დავდოთ გოჭი ისე, რომ ბრტყლად და მჭიდროდ მიეკრას ტაფის ძირს. გარედან წავუსვათ კარაქი, შევდგათ ცხელ ქურაში და შევწვათ.

შეწვის პროცესში რამოდენიმეჯერ წავუსვათ კარაქი. იმისათვის, რომ გოჭი თანაბრად შეიწვას ყველა მხრიდან, ტაფა შემოვაბრუნოთ. გოჭი შემწვარია, თუ ჩაჩხვლეტისას ნემსი ადვილად შედის ხორცში, ხოლო გამოსული წვენი უფერულია.

შემწვარი გოჭი გადავიტანოთ სინზე, მოვრთოთ ოხრახუშის ფოთლებით და მივიტანოთ მაგიდასთან (მაგიდასთან შეიძლება მივიტანოთ დაჭრილიც). ცალკე მივიტანოთ ტყემლის, ბროწეულის, ნიგვზის ან სხვა საწებელი
0 нравится
კატეგორია: ხორცეული | დაამატა: aks75 | ტეგები: გოჭი -, კულინარია, ტაბაკა, გემრიელი რეცეპტები
ნანახია: 2112 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]