მასალა: გვჭირდება ერთი სოფლის ქათამი, ერთი კილო ფქვილი, 4 ცალი
პომიდორი, 2 თავი ხახვი, რამდენიმე კბილი ნიორი, ოხრახუში, ქინძი, დაფნის
ფოთოლი, წითელი წიწაკა.
მარილიან წყალში ვზელთ ჩვეულებრივ სახინკლე ცომს, გავაბრტყელებთ,
ვათხელებთ და პატარა ზომის ნაჭრებად დავჭრით, გამოვაშრობთ, ოღონდ ძალიან არ
გამოვახმობთ, მოვხარშავთ მარილიან წყალში.
ქათამს ხახვთან ერთად ჩავშუშავთ, დაჭრილ პომიდორს ჩავუმატებთ,
შევაზავებთ ყველანაირი სუნელ-მწვანილეულით, მოკლედ, ჩავხოხბავთ.
მერე ამ ცომსა და ჩახოხბილს ავურევთ ერთმანეთში.
გემრიელად მიირთვით!
|