მასალა 6 ცალისთვის: 70გ ბურღული 100გ
ნადუღი 4ც ლეღვის ჩირი 8ც კომბოსტოს ფურცელი 1ჩკ დაუფვავი
კვლიავი (ძირა) მარილი, შავი პილპილი ზეითუნის ზეთი პარმიჯანო
მომზადება: ბურღული მოხარშეთ 2,5-ჯერ მეტი მოცულობის
მარილიან წყალში. შეარჩიეთ კომბოსტოს ნაზი, ღია მწვანე ფერის ფურცლები,
ჩადეთ ლეღვთან ერთად დამარილებულ წყალში და ადუღეთ 5 წუთი, შემდეგ წყლის
ქვეშ გააციეთ, შეურიეთ მოხარშული ბურღული ნადუღში, ჭვრილად დაჭრილი ლეღვი,
დაკეპილი 2 კომბოსტოს ფურცელი და კვლიავი, პილპილი და მარილი. შემდეგ
გაყავით ექვს ნაწილად და შეახვიეთ კომბოსტოს ფურცლებში, ჩააწყვეთ საღუმელე
ჭურჭელში შეკრული პირით ქვემოთ, მოასხით ზეითუნის ზეთი და შედგით წინასწარ
220°-ზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით. თეფშზე როცა გადაიღებთ მოაყარეთ
პარმიჯანო.
|