მასალა:
- 5 ც. კვერცხი,
- 1/4 ქილა კონსერვირებული სიმინდი,
- 4 ც. კიბორჩხალის ჩხირები,
- მაიონეზი, მარილი, მწვანილი.
მომზადება:
კვერცხი გაჭერით სიგრძეზე, ფრთხილად ამოიღეთ გული, დაჭყლიტეთ ჩანგლით.
შეურიეთ წვრილად დაჭრილი კიბორჩხალის ჩხირები, სიმინდი, შეურიეთ მაიონეზი, გემოვნებით დაუმატეთ მარილი(მწარის მოყვარულებს შეუძლიათ დაუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი.) და ამოურიეთ. მასით დატენეთ კვერცხის ცილა და ჩაარჭვეთ მწვანილის პატარა ღერები.
|