მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ხორცეული

კატლეტი “სიურპრიზი”
2010-04-18, 10:20 PM

ულუფის რაოდენობა: 2
მომზადების დრო: 30 წუთი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
4 ქათმის ფილე
2 ს/კ ერბო
1 ც. უმი კვერცხი
1 ც. მოხარშული კვერცხი
2 ჩ/ჭ საფანელი
1 ჩ/ჭ ნიგოზი
4 კბილი ნიორი
2 ს/კ დაჭრილი ოხრახუში
1 ს/კ დაჭრილი ქინძი
მარილი

მომზადების წესი:
ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ნიორი დააქუცმაცეთ. შეურიეთ ერთმანეთს ნიგოზი, ნიორი, მწვანილი, დაჭრილი კვერცხი, მარილი და ამოურიეთ. თითოეული ფილე ისე დაამუშავეთ რომ მიიღოთ ერთიანი მასა და დაბეგვეთ 0,5 სმ სისქემდე. შუაში ჩადეთ ფარში, გვერდები შეაერთეთ, მიეცით კატლეტის ფორმა. გადაუსვით 1 ს/კ ათქვეფილი კვერცხი და ამოავლეთ საფანელში. დაბრაწეთ კატლეტები გაცხელებულ ერბოში,შემდეგ შედგით ჰაერღუმელში მზაობამდე. სუფრაზე გატანამდე მოასხით შეწვის დროს წარმოქმნილი წვენი. გარნირად მოამზადეთ მოხარშული და კარაქით შეკმაზული ლობიო.

 

0 нравится
კატეგორია: ხორცეული | დაამატა: aks75 | ტეგები: კულინარია, ცივი, გემიელი რეცეპტები, ერბო, კატლეტი, კვერცხი
ნანახია: 2490 | რამოტვირთვები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]