ულუფის რაოდენობა 4 მომზადების დრო 30 წუთი მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 4 ც. ქათმის ფილე, 1 ც. წინა დღის პური "ბატონი”, 2 ც. კვერცხი, 80 გრ. კარაქი, 600 გრ. კარტოფილი "ფრი” გარნირისთვის, 200 გრ. დაკონსერვებული ხილი, 2 ც. პომიდორი, 2 ც. კიტრი, ოხრახუშის ღერები, მარილი. მომზადები წესი: პური "ბატონი” დაჭერით წვრილ, მოგრძო ნაჭრებად (0,2-1,5 სმ) და გააშრეთ ჰაერღუმელში (უკეთესია თუ ამას გააკეთებთ ბოლოს). ფილეს მოაცალეთ ფრთის ძვლები, მოაყარეთ მარილი, ამოავლეთ კვერცხში, პურის საფანელში, და შეწვით კარაქში, 12_15 წუთის განმავლობაში, გაცხელებულ ტაფაზე (160№-ზე) ორივე მხრიდან ოქროსფრამდე. შემდეგ, სიმხურველეს დაუკელით და მიიყვანეთ მზაობამდე. დაკონსერვებული ხილი დაჭერით პატარა ნაჭრებად, კენკრა დატოვეთ მთელ-მთელი, მოასხით ვეჟინი (სეროფი) და შეაცხელეთ. დარჩენილი "ბატონი” დაჭერით ნაჭრებად კანის გარეშე, "შნიცელის” ფორმაზე და შეწვით კარაქში. სუფრაზე მიტანის წინ პორციულ თეფშზე დადეთ "კრუტონი” (შებრაწული პური), მასზე "შნიცელი”, გააფორმეთ შემთბარი ხილით და კარაქით, გვერდით შემოუწყეთ გარნირი: კარტოფილი, ახალი ბოსტნეული, დაკონსერვებული სიმინდი ან კარაქში მოთუშული მწვანე ბარდა. გააფორმეთ ოხრახუშის ღეროებით.
|