მომზადების ხანგრძლივობა – 1 სთ. 30 წთ. პორცია - 3 1 პორცია - 507 კლ.კალ. ცილა - 19 გრ. ცხიმი - 38 გრ. ნახშირწყლები - 32 გრ. გვესაჭიროება: საშუალო ზომის 6 ბულგარული წიწაკა (სასურველია სხვადასხვა ფერის). 100 გრ. ხორცის ფარში. 100 გრ. გრძელი ბრინჯი. 150 გრ. ხახვი. 100 გრ. სტაფილო. 1 დიდი ან 2 საშუალო ზომის პომიდორი. 50 გრ. ოხრახუში. 250 გრ. ნაკლებად ცხიმიანი არაჟანი. 50-100 გრ. კეთჩუპი. ზეთი, მარილი და პილპილი გემოვნებით. მომზადების წესი: 1. ფარშირებისთვის გვესაჭიროება ნარჩევი, დაუზიანებელი წიწაკა. საგულდაგულოდ უნდა გავრეცხოთ, ყუზწი მოვაჭრათ და თესლი გამოვიღოთ. ყუნწები არ გადავაგდოთ, ისინი მზა კერძის გაფორმებისთვის გამოგვადგება. წიწაკის შიდა მხარე თესლისგან გავანთავისუფლოთ და ცივ წყალში გამოვავლოთ. 2. იმისათვის, რომ ფარშით გავსებისას წიწაკა არ დაზიანდეს იგი უფრო ელასტიური უნდა გავხადოთ. ამისათვის წიწაკა მდუღარე წყალში დავთუთქოთ 5-10 წუთი თვითეული წიწაკის ხორციანობის მიხედვით. 3. ქვაბში ჩავასხათ წყალი შემდეგი გათვლით: ორი წილი წყალი ერთ წილ ბრიჯზე. დავდგათ ცეცხლზე. როცა წყალი წამოდუღდება დავამატოთ 1 ჩაის კოვზი ზეთი და 0,5 ჩაის კოვზი მარილი, ჩავყაროთ ბრინჯი. თავსახსური დავაფაროთ და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე. დამზადებული ბრინჯი გავაცივოთ და გადმოვიღოთ ჯამში მომზადებულ ხორცის ფარშთან ერთად. * ამ კერძისთვის შეგვიძლია ფარშის ნებისმიერი სახეობა გამოვიყენოთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ცხვრის ფარში გვაძლევს სპეციფიურ სუნს, საქონლის ფარში ოდნავ მშრალია, ხოლო ღორის ფარში ცხიმიანობით გამოირჩევა. ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ ნარევი ფარში: 150 გრ. საქონლის და 50 გრ. ღორის ხორცის გამოყენებით. 4. ხახვი და სტაფილო გავფცქვნათ, წვრილად დავჭრათ (შეიძლება დავხეხოთ მსხვილ სახეხზე), ერთ სუფრის კოვზის რაოდენობის გაცხელებულ ზეთში შევწვათ ოქროს ფრის მიღებამდე 6 წუთის განმავლობაში და ფარშთან ავურიოთ. 5. პომიდორი და მწვანილი საგულდაგულოდ გავრეცხოთ, წვრილად დავჭრათ და ფარშში ჩავამატოთ. მარილი და პილპილი გემოვნებით. * ფარშირებულ წიწაკაში შეგვიძლია არა მხოლოდ ოხრახუში გამოვიყენოთ. სანელების მოყვარულებს ვურჩევთ დაამატონ კამა, ქინძი, როზმარინის რამოდენიმე ფოთოლი. 6. ყველაფერი კარგად ამოვურიოთ. თუ შიგთავსი მომშრალო გამოგვივიდა, მასში შეგვიძლია დავამატოთ ცოტა ბრიჯის ნახარშიმ, ტომატის წვენი ან არაჟანი. 7. ფრთხილად, ისე, რომ წიწაკის კედლები არ დავაზიანოთ გამზადებული ფარშით წიწაკა ავავსოთ. ფარში მჭიდროთ უნდა იყოს ჩადებული (სიცარიელების გარეშე). უმჯობესია ამისათვის მოვიშველიოთ ჩაის კოვზი. 8. არაჟანი და კეთჩუპი ავურიოთ. საწებლის ფერი დამოკიდებული იქნება დამატებული კეტჩუპის რაოდენობაზე. მარილი და პილპილი გემოვნებით. * ძალიან სქელი არაჟანი შეგვიძლია გავხსნათ კეტჩუპის ნაცვლად ტომატის წვენით. 9. დავაწყოთ წიწაკები ღრმა ფორმაში ისე, რომ გახსნილი მხარე, სადაც ჩანს ფარში, იყოს ოდნავ ამაღლებული. ნარევი წიწაკებზე გადმოვალაგოთ. შევეცადოთ დავფაროთ მთელი ზედაპირი თანაბარ ფენად. ფორმაში ჩავასხათ წყალი ისე, რომ წყალმა დაფაროს ფსკერი 2 სანტიმეტრით. ჩავდგათ 200° -მდე წინასწარ გახურებულ ღუმელში. როდესაც წიწაკა შეიბრაწება, გადავაბრუნოთ მეორე მხარეს, დავაფაროთ გადადებული ყუნწები და ვამზადოთ 10 წუთის განმავლობაში. გამოვრთოთ ღუმელი, მაგრამ ფორმა წიწაკებით კიდევ 10 წუთის განმავლობაში დავტოვოთ მასში. სუფრაზე მივიტანოთ კერძი წვრილად დაჭრილი მწვანილით და არაჟნით.
|