ულუფების რაოდენობა: 4 მომზადების დრო: 35 წუთი. მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 680 გრ. ქათმის ღვიძლი, 1 თავი ხახვი, 2 ცალი სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა, 3 ს/კ კარაქი, 150 გრ. მოხარშული მაკარონი, 75 გრ. ტომატის მწარე სოუსი, დაფქვილი პილპილი, მარილი. მომზადების წესი: ღვიძლს მოაშორეთ სადინარები, კარგად გარეცხეთ და შეაშრეთ. გააცხელეთ კარაქის ნაწილი, სწრაფად დაბრაწეთ ღვიძლი ბრაწულა კანის წარმოქმნამდე, თან მუდმივად ურიეთ. გემოვნებით უყავით მარილი და პილპილი. დაუწიეთ ცეცხლს და გააგრძელეთ თუშვა კიდევ 5-7 წუთი. დარჩენილ კარაქში 2-3 წუთის განმავლობაში მოდაღეთ ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი, დაამატეთ სიგრძეზე, წვრილად დაჭრილი ტკბილი წიწაკა და კიდევ 5 წუთი დატოვეთ ცეცხლზე. სუფრაზე გატანის წინ ლანგარზე დადეთ ტომატის საწებელით შეკმაზული მაკარონი, ზემოდან დაალაგეთ შემწვარი ღვიძლი და ბოსტნეული. მოასხით ცხიმი, რომელშიც მზადდებოდა ბოსტნეული.
|