გვესაჭიროება • 1/2 საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტო; • 100 გრ. ბროკოლი; • 1 თავი ხახვი; • 1 სტაფილო; • 500 გრ. ძროხის ხორცი (რბილი ნაჭრები); • 4 ს.კ. მცენარეული ზეთი; • 100 გრ. მაგარი ყველი; მომზადების წესი 1. ხახვი და სტაფილო გავრეცხოთ, გავასუფთავოთ და დავჭრათ კუბიკებად. ყვავილოვანი კომბოსტო გავრეცხოთ და დავხლიჩოთ. 2. მომზადებული ბოსტნეული მოვხრაკოთ ზეთიან ტაფაში, პერიოდულად ვურიოთ კოვზით. 3. ხორცი გავრეცხოთ, დავჭრათ საულუფე ნაჭრებად და დავბეგვოთ ხორცის საბეგვით. 4. ყველი გავხეხოთ საშუალო ზომის სახეხზე. 5. ხორცის ნაჭრებზე დავდოთ ბოსტნეულის ფარში, მოვაყაროთ გახეხილი ყველი, დავახვიოთ ისინი პატარა რულეტებად და დავამაგროთ ხის ჩხირებით. 6. ნაჭრები დავდოთ ტაფაზე, დავასხათ დარჩენილი ზეთი და გამოვაცხოთ ქურაში 220 გრადუსის ტემპერატურაზე, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. სუფრაზე მიტანამდე კერძი შეიძლება, მოვრთოთ კამით ან ოხრახუშით.
|