მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
ძებნა
ყველაზე საინტერსო
ცხელი სიახლეები
მენიუ
ცხელი კერძები [86]
ხორცეული [202]
ცომეული [116]
სალათები [101]
ეკზოტიკური კერძები [14]
ტკბილეულობა [155]
დესერტი [119]
სხვადასხვა [93]
სამარხვო კერძები [80]
თევზეული [78]
მწნილი, მარინადები [37]
ბოსტნეული [30]
ფაფები [7]
ტორტები [17]
მადამ ბოვარი
შესვლის ფორმა
თქვენი ავტოგრაფი
სტატისტიკა

სულ ონლაინში 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0


მთავარი » ფაილები » ხორცეული

’’დახუნძლული’’ ბლითები
2010-04-18, 11:06 PM

ინგრედიენტები:

ბლითები  - 200 გრ.
რძე ან წყალი ბუბლიკების დასალბობად;
მაგარი ყველი - 100 გრ.
მაიონეზი,
მცენარეული ზეთი.

შიგთავსისთვის:
ქათამი ან ღორის ხორცი, ან ღორის ხორცი+საქონლის ხორცი – 200გრ. 
ოხრახუში და კამა,
მარილი,
პილპილი,
მაიონეზი - 1 ს.კ.
ხახვი - 1 ცალი,
ნიორი - 1 კბილი.

მომზადება:
ბლითები (ე.წ. ბუბლიკები), ოღონდ არა – ტკბილი, თასში ჩავდოთ და ჩავალბოთ რძეში ან წყალში (სითხით მთლიანად უნდა იყოს დაფარული, მაგრამ თუ რზე არ გყოფნით, დროდადრო მოურიეთ ხოლმე). დავტოვოთ ასე 10-15 წუთით, სანამ არ დაიბერება, მაგრამ ისე არ უნდა დალბეს, რომ დაიშალოს).

 

 

 

 

 

 

 

 

მოვამზადოთ შიგთავსი:
ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპში ან დავამუშავოთ ბლენდერში. ხახვი გავფრცქვნათ და წვრილად დავჭრათ. ნიორიც გავასუფთავოთ, დავჭრათ წვრილად და დავპრესოთ საჭყლეტში.  მწვანილი გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ. 
მცენარეული ზეთში გახურებულ ტაფაზე მოვშუშოთ ხახვი. შემდეგ ფრთხილად გადავიტანოთ თასზე.

 

 

 

 

 

 

 

 

იმავე ტაფაზე პატარა ულუფებად მოვშუშოთ ქათმის ფარში. ფარში და მოშუშული ხახვი ერთმანეთში ავურიოთ და გავატაროთ. ფარშს დავუმატოთ: ნიორი, მწვანილი, მაიონეზი, მარილი და პილპილი. 

ლანგარზე წავუსვათ ზეთი და დავალაგოთ ბლითები.

 

 

 

 

 

 

 

 

თითოეულ ბლითზე პატარა ბორცვივით ცოტა ფარში დავდოთ. 

 

 

 

 

 

 

 

 

დავასხათ ცოტაოდენი მაიონეზი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი.

 

 

 

 

 

 

 

 

ჰაერღუმელში 15-20 წუთი უნდა გავაჩეროთ 180°გრადუს ტემპერატურაზე. თუ უფრო დიდხანს დატოვებთ ღუმელში უფრო მეტად შეწითლდება.

 

0 нравится
კატეგორია: ხორცეული | დაამატა: aks75 | ტეგები: მარილი, მწვანილები, ბლითები, მცენარეული ზეთი, რძე, მაიონეზი, ყველი, პილპილი, ხორცი
ნანახია: 3318 | რამოტვირთვები: | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 გოგოლა  
0
მოგესალმებით,

თუ შესაძლებელია ჩვეულებრივი ბლითების ცომის რეცეპტი რომ მითხრათ, რომელიც სპეციალური აპარატით მზადდება.

წინასწარ დიდი მადლობა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]